ინდოეთში, ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის შედეგად 36 ადამიანი გარდაიცვალა, 50 კი ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუჯარათის შტატის 2 რაიონში მოხდა, სადაც ალკოჰოლის წარმოება, რეალიზაცია და მოხმარება უკანონოა. სამართალდამცველებმა მომხდარზე 10 ეჭვმიტანილი დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან კი 500 ლიტრამდე სასმელი ამოიღეს. პოლიციის განცხადებით, სასმელში სავარაუდოდ მეთანოლი იყო გარეული.










