”ქართული ოცნების” ფრაქციის დეპუტატმა საკრებულოში ალეკო ახალაძემ ტორპედოს ახალ მფლობელს ფაბიო მანინის ყანწი აჩუქა.
”გულწრფელი მადლიერებისა და სიხარულის ნიშნად მიძღვნილი ტრადიციული სუვენირი, ქუთაისის საფეხბურთო კლუბის “ტორპედოს” იტალიელ მეპატრონეს!…მჯერა, ამ ყანწით ბატონი ფაბიო უეჭველი იტყვის გუნდის ჩემპიონობის სადღეგრძელოს !” – წერს ალეკო ახალაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.
დღეს ქუთაისის ტორპედოს ახალმა მფლობელმა ფაბიო მანინიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.