LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ალბათ ძალიან მოწყენილმა და გაბრაზებულმა გაიღვიძა დღეს ჩემმა ქალაქმა – მეგობრები ქეთი ბერძენიშვილს ემშვიდობებიან

დაპოსტა 2023/11/09-ში
461
ნახვა
გაზიარება
რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შემდეგ ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.
მეგობრები და კოლეგები გამორჩეულ ადამიანს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
“-ქეთუნა
-გისმენ ქეთუნიკო.
-ქეთუშა.
-ჰო ქეთუშები.
-ქეთ
-ჰო, შენ გენაცვალე ჩემო ქეთოია.
-ქეთო
– მომენატრე ჩემო ქეთუნია
ყველა ჩემს მოკითხვას, უცებ გაამრავლებდა, გააასმაგებდა და ისე მიბრუნებდა.
სამ ზარზე ვთიშავ თუ არ მპასუხობენ.
ექვსი ზარის შემდეგ – ჰო, ქეთუ – მიპასუხა!
აღარ გავჩერდი. მინდოდა ერთად მეთქვა როგორ გვიყვარს, როგორ გვჭირდება, რომ არ დანებდეს, გაუძლოს, ყველანი ვდგავართ, არ გვძინავს, ყველაფერს გავაკეთებთ – ჰო, ჰო, ჰო პასუხად მხოლოდ ეს ქონდა. … თან მეშინოდა არ დამეღალა. მაგული დეიდას არ მისცა ტელეფონი, მაცალეო.. აღარც შეწუხება მინდოდა, არ მინდოდა დამეღალა. ვგრძნობდი არც ის უნდოდა გამეთიშა.
– მიყვარხარ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ
– მეც ქეთუ.
– დაგირეკავ და ისევ შენ მიპასუხე.
– კი, კი.
მარიტას დავურეკავ, მაგული დეიდას დავურეკავ… მათ ხმაში გიპოვი, მათ თვალებში დაგინახავ.
შენ ვერ დაგვტოვებდი, სად გქონდა ამის ძალა და გამბედაობა ქუთაისი დაგეტოვებინა!
ქუთაისის ნატვრა გაგყვა და ქუთაისის ნატვრით დაბრუნდები!
მიყვარხარ სამარადისოდ! ❤️” – წერს ქეთი დეისაძე. 

“დაიღალე ალბათ შენ ქეთუშა…დაიღალე ხო?…მაგრამ მაინც როგორ შეგეძლო ჩვენი მიტოვება?” – წერს დათო ლიკლიკაძე.

“კატო, ამათ დღეს ბოლო სესია აქვთ ქუთაისში და პარლამენტი თბილისში გადააქვთ”- დამირეკა ქეთიმ 2018 წლის 27 დეკემბერს. დედამთილის დაბადების დღე იყო, სტუმრებს ველოდებოდით. თან ბოდიშს ვიხთიდი და თან პარლამენტში გავრბოდი . ქეთიმ უკვე გამზადებული პლაკატი დამახვედრა წარწერით ” დატოვე პარლამენტი ქუთაისში”. ჩუმად შეუტანია შენობაში. ახლა ჩემი ჯერი იყო პლაკატი ჩუმად ჟურნალისტების ლოჟაში შემეტანა. ვიცოდით , მალე მანდატურები გამოჩნდებოდნენ და ამიტომ ჩქარა ვშლიდით. ამ ფოტოზე ქეთიც არის, ოღონდ არ სჩანს, პლაკატის უკან დგას. მაშინ “რადიო თავისუფლებაში” მუშაობდა და აქციის გამართვის უფლება არ ჰქონდა. ქვემოდან ოცნების დეპუტატებმა ამოგვხედეს და დაგვიძახეს – დაგაგვიანდათ … მანდატურებიც მოვიდნენ… სულ რამდენიმე წამით ვიდექით ორი ჟურნალისტი და პარლამენტის ქუთაისში დატოვებას ვითხოვდით დეპუტატებისგან, რომლებმაც ამის პირობა არაერთხელ დადეს როგორც საჯაროდ, ისე ინტერვიუებს შორის პირად საუბრებში ჩვენთან.
მერე ასე დავარქვით ჩვენს სამოქალაქო მოძრაობას – “დატოვე პარლამენტი ქუთაისში ” და ქეთის გარეშე არ გამართულა არცერთი აქცია , არცერთი პერფორმანსი. საოცრად ერთგული და იმედიანი იყო. ვერ ვეგუებოდით, რომ ქუთაისს სტატუსი და განვითარების შანსი წაართვეს. არც შევეგუებით და ქეთიც ჩვენთან ერთად განაგრძობს ბრძოლას , ოღონდ ვერ გამოჩნდება იმიტომ, რომ პლაკატის უკან იდგება, როგორც მაშინ, როდესაც რამდენიმე წამით პარლამენტის დარბაზში ” დატოვე პარლამენტი ქუთაისში” გავშალეთ და სნობებს, რომლებმაც ქუთაისი მათი სამსახურისთვის საკმარისად ღირსეულ ადგილად არ ჩათვალეს ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით !!!
ეს მეორე, ბოლო ფოტოა, რომელიც ამ ზაფხულში გადავუღე “სამოქალაქო თეატრის” რეპეტიციაზე…
რა ლამაზია, არა?” – წერს ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.

“შენ სასწაული გოგო იყავი ქეთი, მაგრამ სასწაული არ მოხდა…

არადა, ყველას გულში გვენთო ამ სასწაულის მოლოდინის ნაპერწკალი…
ბავშვებმა გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ვერ მოვხუცდით ერთად…
ერთი წლის წინ, ჩვენი საერთო, ნათლია გავაცილეთ იმ ქვეყნად და სასაფლაოზე ჩახუტებულები ვიდექით, მეგონა შენ აღარაფერი გემუქრებოდა…
სამ ათეულ წელს გასცდა ჩვენი ურთიერთობა და შენთვის ყველაზე ძვირფას დღეს, საქართველომ რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაშინ შეწყდა…
ნეტა ეს სიხარული მაინც წაგეღო ცაში…
დავდივარ, ვჯდები, ავდგები და ვტირი, მაგული დეიდას რა ვუთხრა რომ ვნახავ…
რით ვანუგეშო შენი დამკარგავი დედა…
აწი აღარ შეგაწუხებს ქეთუ არაფერი…
აწი ჩვენ შევწუხდებით შენი მონატრებით…?” – წერს ჟურნალისტი თამუნა გვილავა. 
,,ჩემო ქეთო ? როგორ გაიხარებდი დღევანდელი დღით, რომელიც ჩვენთვის მწარედ დასრულდა. ? თავზარდაცემული ვარ და არა მხოლოდ მე. თითქოს დავმუნჯდით ქეეთ,
გამორჩეულო, ნიჭიერო, საიმედოვ და ერთგულო! ვიცი, ეს სათნოება, სიკეთე და სითბო გზას გაგინათებს. ნათელში იყავი ჩემო გოგო ??უფალს ვთხოვ იქაც შევხვდეთ!”
ღიმილით ფერები მოგქონდა და სიხარულის განცდა, არავის არ ჰგავდი, ბრწყინავდი და არც არავინ ჰგგავდა.
 ქეთევანობდი სულით და იღწვოდი შინ თუ გარეთ, ვფიქრობდით, ვსახავდით, ვშრომობდით, სიმართლით ვამბობდით სათქმელს.
…
შენი ხმა ეთერით მისწვდა ანგელოზებს და სულიც გაიყოლა ოდენ,
ახლა, ლოცვად თქმული ვედრება დაგადევნე- უფალს ვთხოვ, მარადის ცხონდე!” – წერს ჟურნალისტი ნანა თოშხუა.
“იყო სხვებისთვის ასეთი ტკბილი და ამდენი მწარე ცრემლი გაიყოლო მხოლოდ ქეთი ბერძენიშვილს შეეძლო..
ამაყი ვარ შენით, მეგობარო…” – წერს “რადიო ძველი ქალაქის” ყოფილი წამყვანი თეა ჩეჩელაშვილი.

“რადიოს დიჯეები ზურგჩანთებით და დახეული ჯინსებით დავდიოდით… ვჰიპობდით.. თავი განსხვავებულები გვეგონა.. ჰო, ეს დრო იყო.. ბევრი წლის წინ.. 20 წლის წინ.. 10 წელი ვიმუშავეთ ერთად.. ჩემი მეორე დედა იყო.. და ბევრის მეორე დედა იყო… და მთელი ქალაქის ძვირფასი ქალბატონი (ქნო) ქეთი იყო…

ალბათ ძალიან მოწყენილმა და გაბრაზებულმა გაიღვიძა დღეს ჩემმა ქალაქმა..
ალბათ ისეთი ფერადი და ლაღი აღარასდროს აღარ იქნება ჩემთვის ქუთაისი..
მეგონა, რომ ნანას შემდეგ ყველანაირი ემოციები დავასამარე.. აღმოჩნდა, რომ ახლა საბოლოოდ დავასამარე…
…და რასაც მეუბნებოდა: სამყაროშო არცერთი ენერგია არ იკარგება!
მიყვარხართ უპირობოდ ქნო ქეთი ❤️” –  წერს “რადიო ძველი ქალაქის” ყოფილი წამყვანი აკო ანდღულაძე. 

“თბილო? …………….. ამ დროის გამორჩეული ქუთაისელი დაკარგა ქალაქმა…

როგორი ჩუმი და ფრთამოტეხილი გაიღვიძებს დღეს ქუთაისი …
ალბათ, ამასაც კიდევ უფრო… მერე… მივხვდებით…” – წერს ჟურნალისტი ნინო ნებიერიძე.
ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვე, თბილისში საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გართულდა.
ქეთი ბერძენილშვილი ჟურნალისტი, ,,რადიო ძველი ქალაქის” დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი და ქალთა კლუბის აქტიური წევრი იყო.
,,მეგა ტვ” მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქალაქს ამ მძიმე დანაკარგის გამო.
გაზიარება184

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
42
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
648
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
827
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
211
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
224
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
45
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».