ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა – ამ სათაურებით ვრცელდება ინფორმაცია რუსულ მედიაში. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ პრიმადონა რამდენიმე დღეა, რაც რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
ქვეყნის დატოვებამდე ალა პუგაჩოვას მეუღლის მაქსიმ გალკინის კარიერა მხოლოდ ერთი განცხადების გამო დაინგრა, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა. ამ განცხადების შემდეგ გაუქმდა გალკინის სპექტაკლები ყაზანსა და არხანგელსკში, რამდენიმე სარეკლამო კომპანიამ კი კონტრაქტი შეუწყვიტა.









