ათენის მახლობლად კვლავ ხანძარია. ცეცხლი ფიჭვნარის ტყეს უკიდია. სტიქიის ზონაში 400-ზე მეტი მაშველი მათ შორის პოლონელი მეხანძრეები მუშაობენ. ადგილზე 8 ვერტმფრენი და 3 თვითმფრინავია მობილიზებული. ევაკუირებულია 7 სოფელი.
ხანძარმა რამდენიმე სახლი დააზიანა. სტიქიასთან ბრძოლას ქარი ართულებს, რომელიც მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება










