Reuters-ის ცნობით, იტალიის პოლიციამ ყალბი კოვიდსერტიფიკატების დამზადების ონლაინქსელი გამოააშკარავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მილანში კიბერდანაშაულის გამოვლენის მიზნით პროკურატურასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ათასობით ადამიანი მზად იყო, ფული გადაეხადა ყალბ საბუთებში.
პოლიციის განცხადებით, მათ გამოააშკარავეს “ტელეგრამის” ათი არხი, რომლებიც ე.წ. დარქ ვებში არსებულ ანონიმურ ანგარიშებთან იყვნენ დაკავშირებულნი. აღნიშნული არხების საშუალებით ხდებოდა ყალბი საბუთების გამყიდველებთან დაკავშირება, რომლებიც ფულთან ერთად გაყიდვებს კრიპტოვალუტებითაც ახორციელებდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია რამდენიმე ყალბი სერტიფიკატიც, რომელიმე ვაქცინის გადაცემის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
ყალბი სერტიფიკატების გამყიდველებსა და მყიდველებს, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების მუხლით.










