შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, ივლისში და იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში სეისმური აქტივობის დონე საშუალოზე მაღალია 1000 -ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების განცხადებით, ბიძგების თითქმის სრული უმრავლესობა შეუმჩნეველი იყო და მხოლდო ოთხი მათგანი იგრძნობოდა.
იმისდა მიუხედავად, რომ სეისმური აქტივობის დონე საშუალოზე მაღალია, ეს მაგმატური აქტივობის გამოვლინებად არ ითვლება. შესაბამისად, ამ დროისათვის ვუკლანის აქტივობის საფრთხე არ არსებობს. მისი გააქტიურების შემთხვევაში არა მხოლოდ მიწისძვრა, არამედ გაზის ან თერმული გამონაბოლქვიც შესამჩნევი იქნებოდა.
ივლისში სეისმოლოგებმა დაფიქსირეს სულ 1,008 მიწისძვრა. ეს იყო ბიძგების სერია, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 3.6 მაგნიტუდას არწევდა.
იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში ყოველწლიურად 700-დან 3000-მდე მიწისძვრა ხდება. მაგრამ მათი უმრავლესობა პარკის სტუმრებისთვის შეუმჩნეველი რჩება. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იელოუსტოუნის ისტორიაში 7.3 მაგნიტუდას შეადგენდა და იგი 1959 წელს მოხდა.
იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ადგილას მდებარე ვკლანი ბოლოს 70 000 წლის წინ ამოიფრქვა










