ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ისინი კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები იყვნენ.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.