მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – სოფელ ჩაილურთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ოპელის მარკის მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.
ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიებაა დაიწყო.










