გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლამდე ასაკის ქალი დაშავდა.
გამოცემა თრიალეთის ცნობით, შემთხვევა ავტობანზე მოხდა. საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მძღოლი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 176-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










