ავტომობილის მფლობელი ჩინეთში საშუალოდ 9 დღეს საცობში ატარებს

127
ნახვა

თანამედროვე ჩინეთის დიდ ქალაქებში, ავტომობილი ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. ქალაქების ხელისუფალნი და საერთოდ, ქვეყნის მთავრობა, დიდი მონდომებით ცდილობენ სატრანსპორტო მაგისტრალებზე მოძრაობის განტვირთვას, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. საქმეს ვერც მართვის ლიცენზიების გაცემის და ნომრების მიხედვით ქალაქში გამოსვლის შეზღუდვა შველის. სანავიგაციო სისტემების მწარმოებელი კომპანია TomTom-ი ყოველწლიურად აჯამებს საავტომობილო საცობების მონაცემებს და საგზაო საცობების ინდექსებს აქვეყნებს. ახლახანს კი ეს მონაცემები (პირველად) მხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის გამოაქვეყნა, რომელმაც იქაურ გზებზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა გამოავლინა. როგორც ანალიზმა აჩვენა, ჩინელი ავტომობილისტები წლის 9 სამუშაო დღეს საცობში ატარებენ.

შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე „გაჭედილი“ ქალაქი ტიანძინია, სადაც გზები საშუალოდ 56 პროცენტით არის დატვირთული. „ტომ ტომის“ განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალ გზასთან შედარებით, ასეთ გზებზე გადაადგილების დრო დაახლოებით 56 პროცენტით არის გაზრდილი. პიკის საათებში ქალაქის გზების დატვირთვის მაჩვენებელი 95 პროცენტამდე იზრდება. გადატვირთულობის მხრივ, მეორე და მესამე ადგილები ჰანჯოუს და პეკინს უკავია. მათი მაჩვენებლებია შესაბამისად 47 და 43 პროცენტი.

შედარებისთვის, იმავე „ტომ ტომის“ მონაცემებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ყველაზე გადატვირთული ქუჩები ლოს ანჯელესშა, რომლის ქუჩების ტრაფიკის დონე 36 პროცენტია, პიკურ პერიოდში კი 75 პროცენტს აღწევს. და მაინც, ამ მაჩვენებლით, ჩინურ ქალაქებს შორის, ლოს ანჯელესი მე-11 ადგილს გაიყოფდა შენიანთან. სიაში შანჰაის მე-7 ადგილი უკავია.უნდა ითქვას, რომ დიდ ქალაქებში შეზღუდვები ხშირად მეტისმეტად მკაცრია. მაგალითად, პეკინში ავტომობილების რეგისტრაცია საერთოდ შეჩერებულია. მსგავს მეთოდს ასევე შანჰაიშიც მიმართეს, სადაც პარალელურად, ავტომფლობელებს სპეციალურ, საგზაო საცობის გადასახადსაც ახდევინებენ. მაგრამ საქმეს მაინც ვერ უშველეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქალაქში სამუშაოსდ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის პროვინციებიდან, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის ქუჩების განტვირთვას შეუძლებელს ხდის.

დაკავშირებული -პოსტები

დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა

ან­ტარ­ქტი­და­ში, კონ­კორ­დი­ის კვლე­ვით სად­გურ­ზე, დე­და­მი­წა­ზე ბოლო 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და. 18 ივ­ლისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ -84.1°C-ს (-119.4°F) მი­აღ­წია. მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში ორ­ჯერ და­ფიქ­სირ­და...

დაწვრილებითDetails

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები