ავტომობილის მფლობელი ჩინეთში საშუალოდ 9 დღეს საცობში ატარებს

124
ნახვა

თანამედროვე ჩინეთის დიდ ქალაქებში, ავტომობილი ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. ქალაქების ხელისუფალნი და საერთოდ, ქვეყნის მთავრობა, დიდი მონდომებით ცდილობენ სატრანსპორტო მაგისტრალებზე მოძრაობის განტვირთვას, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. საქმეს ვერც მართვის ლიცენზიების გაცემის და ნომრების მიხედვით ქალაქში გამოსვლის შეზღუდვა შველის. სანავიგაციო სისტემების მწარმოებელი კომპანია TomTom-ი ყოველწლიურად აჯამებს საავტომობილო საცობების მონაცემებს და საგზაო საცობების ინდექსებს აქვეყნებს. ახლახანს კი ეს მონაცემები (პირველად) მხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის გამოაქვეყნა, რომელმაც იქაურ გზებზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა გამოავლინა. როგორც ანალიზმა აჩვენა, ჩინელი ავტომობილისტები წლის 9 სამუშაო დღეს საცობში ატარებენ.

შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე „გაჭედილი“ ქალაქი ტიანძინია, სადაც გზები საშუალოდ 56 პროცენტით არის დატვირთული. „ტომ ტომის“ განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალ გზასთან შედარებით, ასეთ გზებზე გადაადგილების დრო დაახლოებით 56 პროცენტით არის გაზრდილი. პიკის საათებში ქალაქის გზების დატვირთვის მაჩვენებელი 95 პროცენტამდე იზრდება. გადატვირთულობის მხრივ, მეორე და მესამე ადგილები ჰანჯოუს და პეკინს უკავია. მათი მაჩვენებლებია შესაბამისად 47 და 43 პროცენტი.

შედარებისთვის, იმავე „ტომ ტომის“ მონაცემებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ყველაზე გადატვირთული ქუჩები ლოს ანჯელესშა, რომლის ქუჩების ტრაფიკის დონე 36 პროცენტია, პიკურ პერიოდში კი 75 პროცენტს აღწევს. და მაინც, ამ მაჩვენებლით, ჩინურ ქალაქებს შორის, ლოს ანჯელესი მე-11 ადგილს გაიყოფდა შენიანთან. სიაში შანჰაის მე-7 ადგილი უკავია.უნდა ითქვას, რომ დიდ ქალაქებში შეზღუდვები ხშირად მეტისმეტად მკაცრია. მაგალითად, პეკინში ავტომობილების რეგისტრაცია საერთოდ შეჩერებულია. მსგავს მეთოდს ასევე შანჰაიშიც მიმართეს, სადაც პარალელურად, ავტომფლობელებს სპეციალურ, საგზაო საცობის გადასახადსაც ახდევინებენ. მაგრამ საქმეს მაინც ვერ უშველეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქალაქში სამუშაოსდ სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის პროვინციებიდან, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის ქუჩების განტვირთვას შეუძლებელს ხდის.

დაკავშირებული -პოსტები

დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკის მქონე ადამიანებს სივრცითი ნავიგაცია დარღვეული აქვთ სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's & Dementia. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 43-დან 66...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა

3 წლის დოგი კევინი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს, მოკვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. როგორც ძაღლის პატრონმა, ამერიკელმა ტრეისი ვულფმა განმარტა, კევინი გასულ კვირას, დაუგეგმავი ოპერაციის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

მთვარე 18 წლის მერე პირველად გაჩერდება

უახლოეს თვეებში დედამიწელები შეძლებენ დააკვირდნენ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას - მთვარის დიდ გაჩერებას. მოგეხსენებათ, დედამიწის ირგვლივ ბრუნვის დროს, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს შეუძლია ჰორიზონტის მიღმა აიწიოს და ჩამოვიდეს 57 გრადუსის ფარგლებში. ყოველ 18...

დაწვრილებითDetails

ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება-ცვლილება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის...

დაწვრილებითDetails

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს .მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა. რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა...

დაწვრილებითDetails

გაიხსნა დაბნელების დერეფანი – ნახეთ რა უნდა გააკეთოთ ამ პერიოდში

2024 წლის გაზაფხულზე არც თუ ისე მარტივი პერიოდი გველოდება, რომელიც დაკავშირებულია ორ ასტრონომიულ მოვლენასთან - მთვარის და შემდეგ მზის დაბნელებასთან. რა არის დაბნელების დერეფანი 2024 წლის მარტსა და აპრილში ორი საინტერესო...

დაწვრილებითDetails

“ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.”

"ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც კარაოკე გამოიგონა

100 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც კარაოკე გამოიგონა. საუბარია იაპონელ ინჟინერზე, ბიზნესმენსა და ინოვატორზე, შიგეიჩი ნეგიშიზე. სწორედ მან გამოუშვა 1967 წლის კარაოკეს მოწყობილობა, სახელწოდებით Sparko Box. 2018 წელს, Alt-თან ინტერვიუში, ნეგიშიმ...

დაწვრილებითDetails

ფინეთი კვლავ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა – საქართველო 91-ე ადგილზეა

ფინეთი, ზედიზედ მეექვსედ, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. მეორე ადგილზეა დანია და მესამეზე ისლანდია. საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 137 ქვეყნიდან 90-ე ადგილზეა. გაეროს მიერ ინიცირებული მდგრადი განვითარების გზების კავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს "მსოფლიოს ბედნიერების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები