რამდენიმე წუთის წინ, ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი ხრამში 10 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და არიან დაღუპულებიც, თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამ დროისთვის არ ადასტურებენ გარდაცვალების ფაქტს, ამბობენ რომ ადგილზე 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადა გავიდა.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ სავარაუდოდ 4 გარდაცვლილი პირი ტურისტია, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ შს სამინისტროში არ დაუდასტურებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის 8 ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.