რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს და წერს, რომ “კიას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის შუაგამყოფ ზოლს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ავტოდილერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ “კიას” მარკის მანქანა შეისყიდეს, თუმცა მანქანის უკვე ყოფილმა მეპატრონემ თანხა აიღო და ავტომობილი გაიტაცა.
ავტომობილის მძღოლი ამტკიცებდა, რომ სატრანსპორტო საშუალება არ გაუყიდია და შესაბამისად, აღნიშნული პირებისგან არც თანხა მიუღია.
მანქანის მძღოლის თქმით, მას ავტოდილერები აედევნენ, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის შუაგამყოფ ზოლს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.