უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო ავტობუსს, რომელსაც კიევის რეგიონის რამდენიმე სოფლიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა,.
მათი ცნობით, 3 ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის დროით დილის 10:00 საათიდან შემოიღო დუმილის რეჟიმი, რათა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები კიევიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ხარკოვიდან და მარიუპოლიდან და მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. რუსეთმა პირობა ამჯერადაც დაარღვია და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის გამოსვლებში უკრაინელ ნაციონალისტებს ადანაშაულებს, რომ ხალხს ქალაქებიდან არ უშვებენ.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ უკრაინა მზადაა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნის გადაადგილება სუმიდან პოლტავაში.










