მოძალადემ ყოფილ ცოლს 6 ჭრილობა მიაყენა. “პირველებმა” გაარკვია, რომ მამაკაცს შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი და ყოფილ ცოლთან მიახლოება ეკრძალებოდა.
ის ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო, თუმცა ციხიდან 3 000 ლარიანი გირაოთი, რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.
ფაქტი დღეს დილით მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალს შვილი სკოლაში მიყავდა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა. გაჩხრიკეს ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ თავდამსხმელი გადაადგილდებოდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წყარო:tvpirveli.ge