ავსტრია არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ლოქდაუნის ამოქმედებას გეგმავს – ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას განიხილავს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ავსტრიის ჩრდილოეთი პროვინცია შეზღუდვების დაწესებას ორშაბათიდან გეგმავს, თუ ნებართვას ფედერალური მთავრობისგან მიიღებს. გარდა ამისა, ზალცბურგი ასევე გეგმავს, რომ ახალი შეზღუდვები მიიღოს. არავაქცინირებულები ან არასრულად აცრილი მოქალაქეები ვერ შეძლებენ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სახლის დატოვებას, გარდა ისეთი მიზეზებისა, როგორიცაა სამსახურში წასვლა, საკვები პროდუქტების შეძენა ან სუფთა ჰაერზე სპორტული აქტივობა.
ცნობისთვის, ავსტრიაში არავაქცინირებულთათვის რესტორნების, კინოთეატრების, სათხილამურო კურორტების და სილამაზის სალონების სტუმრობა უკვე რამდენიმე თვეა, აკრძალულია.