თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება.
კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ, რაც განცხადებაზე თანხმობას გასცემს ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობაზე.
„თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ავარიულია შენობა, ოჯახები ქირით გაგვყავს, რომ მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. ეს პრობლემაა სხვა მოქალაქეებისთვისაც. პირს, ვინც უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება. მხოლოდ მას შემდეგ აღუდგება, როცა თანხმობას გასცემს პროგრამაში მონაწილეობაზე. გვაქვს შემთხვევა, ავარიულია შენობა და ცხოვრება პრობლემას წარმოადგენს, ოჯახები ქირით გაგვყავს რათა ჩანაცვლება მოხდეს და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან პროგრამის განხორციელებას. ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სხვა ადამიანებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.










