როგორც ცნობილია, ავტობუსში რუსეთის 22 მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის იყო 9 ბავშვი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.
თურქული მედიის ცნობით, ავტობუსს, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
„დაზარალებულებს გაეწიათ ყველა საჭირო დახმარება. ამ დროისთვის ყველა ტურისტი იმყოფება ანტალიის პროვინციის ოთხ საავადმყოფოში. დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ავტობუსის მძღოლი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – განაცხადეს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში.










