ავარია ხონში, შემთხვევა სოლომონ მეორეს ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. როგორც გვაცნობეს დაშავდნენ ავტომობილში მყოფი ადამიანები, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მტკვარში კაცს ეძებენ
რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის...










