ავარია წყალტუბოში. სოფელ თერნალში ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. გარდაცვლილია 1 ადამიანი.
როგორც თვითმხილველები “მეგა ტვ” -ს უყვებიან დაიღუპა ერთ-ერთი მძღოლი. მათი თქმით მიკროავტობუსები სამგზავრო არ იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო .
,,ასე დიდი ხმა თვითმფრინავს აქვს, საცოდაობას გვაყურებინა იმ ცხონებულმა, დაგვხოცა ხალხი. ჩართონ ეს დასაწვავი კამერები, ხომ შეიძლება.”
,,იარეთ ნელა 😞🙏🏻 ვამჩნევ ეს ბოლო დროა ქაოსური მოძრაობაა ძალიან. ნუ შეუქმნით ერთმანეთს საფრთხეს 🙏🏻 გაუფრთხილდით სიცოცხლეს 🙏🏻” – წერენ სოციალურ ქსელში.









