ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა. ერთმანეთს საგანგებო სამსახურისა და ფორდის ტიპის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ დაშავებული სავარაუდოდ სასულიერო პირია. როგორც ცნობილია ის საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
შემთხვევა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ახალგაზრული ცენტრის, წინ შუქნიშანთან მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.