ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნასაკირალის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ინფორმაციას ,,გურია ნიუსი” ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების სავარაუდო მიზეზად მოცურება სახელდება.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
,,გურია ნიუსი“









