ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო:ajaratv