თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, შუა ხნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.










