ავარაია ოზურგეთში – შემთხვევას 70 წლის ქალი ემსხვერპლა. გავრცებეული ინფორმაციით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი სკოლიდან სახლში მიმავალ ხანდაზმულ პედაგოგს დაეჯახა.დაშავებული ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო ვერ მოხერხდა.
გამოძიება 276-ე მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










