ავტოგსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში. სოფელ რუისპირში მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, 40 წლამდე კაცი, დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.









