ჯგუფი ADRENALIN ადრენალინი შეიქმნა ბნელ და ცივ 90-იანებში, მაშინდელ Anno Domini ბაზაზე. თავდაპირველად “ადრენალინი” 5 წევრისგან შედგებოდა. 2000 წელს ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი Adrenalyn – Injection, თუმცა მალევე “ადრენალინი” დაიშალა.
ამის შემდეგ მუსიკოსები ისეთ პროექტებში მუშაობდნენ , როგორებიც არიან: Nicks Scales, Triple Jump, Wind, Second Floor, P.I. Light, Blues Factor, Industrial City. საბოლოოდ 2017 წელს “ადრენალინი” ჩამოყალიბდა შემცირებული, თუმცაღა უცვლელი წევრებით ჯემალ მირზაშვილი -ვოკალი/გიტარა, ნიკოლოზ ზერეკიძე -ბასი , ნიკოლოზ ბაქრაძე- დასარტყამი ინსტრუმენტი.
ამჟამად ჯგუფი აქტიურად მუშაობს ალბომზე, რომელიც 11-12 ქართულ კომპოზიციას გააერთიანებს. კოლექტივის თემატიკა არსებულ სინამვილეში ღრმა სოციალურ, პოლიტიკურ პრობლემებს ეხება და არის სრულიად გულახდილი მსმენელთან მიმართებაში. მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება- “ადრენალინი” გეგმავს ფართო ასპარეზზე გასვლას და მუშაობს მეორე ინგლისურენოვან პროგრამაზე, რამაც განაპირობა შესანიშნავი ახალგაზრდა ვოკალისტის გოგა მიქელაძის დამატება.