საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ წაიღო გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავარია თბილისში – რა მდგომარეობაა ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სანაპიროზე. დაშავებულთა მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. ინციდენტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.










