ბოლო პერიოდში, არაერთხელ დავწერეთ ადელისა და მის საქმროს, რიჩ პოლს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, დასავლური მედია აცხადებს, რომ მალე მათი კავშირი კრახით დასრულდებოდა, თუმცა არა, 34 წლის ადელმა „ინსტაგრამზე“ უახლესი ფოტოები გაავრცელა, ის და რიჩ პოლი საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ და მალე დაქორწინდებიან კიდეც. ადელი აცხადებს, რომ ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს . რაც შეეხება სახლს, ის უწინ სილვესტერ სტალონეს ეკუთვნოდა. წყვილის „სასიყვარულო ბუდე“ 3,5 აკრზეა აშენებული, სახლი კი 18 587 კვადრატული მეტრისაა, მასში 8 საძინებელი და 12 სააბაზანო ოთახია განთავსებული.
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 იანვრისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 22 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6950, ევრო – 3.1550, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6135 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...









