LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა”-რა დეტალები ვრცელდება თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე

დაპოსტა 2023/12/12-ში
85
ნახვა
გაზიარება

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, “ოდიშინიუსმა” პირველმა გაავრცელა ინფორმაცია გალის რაიონის სოფელ წარჩეში, აფხაზი ე.წ. მილიციელების მიერ ნაცემი თემურ კარბაიას გარდაცვალების შესახებ.

კარბაია 9 დეკემბერს, სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკას მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მიმართა: კარბაიას აღენიშნებოდა მოტეხილობები, თავის ქალის დაზიანება, ჰქონდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები როგორც სხეულზე, ასევე სახეზე. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

თემურ კარბაიასა და აფხაზური ე.წ. მილიციის თანამშრომლებთან კონფლიქტი 7 დეკემბერს მოხდა, თუმცა, ამ კონფლიქტის მილიციისეული ვერსია კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც სინამდვილეში მოხდა.

კარბაიას გარდაცვალების შემდეგ ე.წ.-მა შსს-მ განაცხადა, რომ თემურ კარბაია (დაბ.1979წ.), გალის ბაზარში დააკავეს მას შემდეგ, რაც განყოფილებაში შევიდა სატელეფონო შეტყობინება, ბაზარში მყოფი აგრესიული მოქალაქის შესახებ, რომელიც გამვლელებსა და გამყიდველებს აგინებდა და ეჩხუბებოდა. თვითგამოცხადებული შსს-ს ვერსიის თანახმად, ის დააკავეს და გადაიყვანეს გალის განყოფილებაში, სადაც ასევე აგრძელებდა აგრესიას და ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას, რის გამოც გადაიყვანეს გალის საავადმყოფოში, საიდანაც პროფილაქტიკური ღონისძიებების შემდეგ გაუშვეს 7 დეკემბერს, დილით.

მათივე განცხადებით, კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს 9 დეკემბერს, სადაც გარდაიცვალა, ხოლო სოხუმში მიიყვანეს გალის საავადმყოფოდან, რომელსაც თავად მიმართა და განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

თვითგამოცხადებული შსს-ს განცხადებით, კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

თუმცა “ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ არც მოკვლევა მიმდინარეობს და არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მეტიც: სოხუმიდან გალში ჩასულმა შსს-ს მაღალჩინოსანმა იმ “მილიციელებს” ვინც კარბაიას სცემა, ურჩია, ცოტა ხნით არ გამოჩენილიყვნენ, დაკრძალვას დალოდებოდნენ და საქმის ჩაფარცხვას დაჰპირდა.

კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებული, ანუ იმ ე.წ. მილიციელების ვინაობა, რომლებმაც ახალგაზრდას სასიკვდილოდ სცემეს, ცნობილია. “ოდიშინიუსის” ინფორმაციით, ესენი არიან დავით კვეკვესკირი, ვიანორ აბშილავა და ალიკა ზარაქუა. 

გალის ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის გარდა, “მილიციის ბესპრედელზე” უკვე ხმამაღლა საუბრობენ არაქართველებიც. მაგალითად, გალის საავადმყოფოს იმ ექიმმა, რომელმაც თემურ კარბაია მიიღო, თქვა, რომ “შემოყვანის დროს მას სხეულზე ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი, სადაც დაზიანების კვალი არ ეტყობოდა”. მისივე თქმით, კარბაიას მოტეხილობებიც მრავლად აღენიშნებოდა.

თემურ კარბაიას ცხედრის სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ცხადია, კარბაიას ოჯახის წევრები პრეტენზიას ვერ უყენებენ მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან კარბაიას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და, ფაქტობრივად, მძევლები არიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გალის რაიონიდან გაიტაცეს და წამების შემდეგ მოკლეს კიდევ ერთი ადგილობრივი ქართველი გოგო – ნათია ბახტაძე. მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი, რის გამოც, სავარაუდოდ, საქმე მალე დაიხურება, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა ე.წ. მილიციაში და ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, ცხედრის (მტკიცებულების) არარსებობის გამო, მალე გაათავისუფლებენ და საქმესაც დახურავენ.

 

წყარო: odishinews.ge

თეგები: აფხაზი მილიციელების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობათემურ კარბაიას
გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

იგეგმება 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება- “ენგურჰესი”-ს თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

თებერვალი 26, 2026
83
მთავარი

შპს ენგურჰესში „რეორგანიზაციის“ პროცესის ფარგლებში 400-500 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. ინფორმაცია მაუწყებელს თავად დასაქმებულებმა მიაწოდეს. მათი თქმით, საწარმოში მიმდინარეობს შტატების შემცირების პროცესი. ენგურჰესის გენერატორები და ძირითადი სამუშაო ნაწილი მდებარეობს გალის რაიონის...

დაწვრილებითDetails

“ეს ავადმყოფი აგვედევნა”- ქუთაისში მოქალაქე სოციალურ ქსელში გაფრთხილებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
890
მთავარი

"ფალიაშვილის ქუჩა,13 22:40 სიტუაციას და მომენტს თუ რაც ხდება ყველა საღად მოაზროვნე ხედავთ. გოგონები ვიყავით დაბადებისდღეზე ეს ავადმყოფი აგვედევნა ფალიაშვილამდე გამოგვყვა და იქ მჯდომი რაებსაც აკეთებდა აღარ ვიტყვი ძნელად მისახვედრი...

დაწვრილებითDetails

უკრაინას არ სჭირდება დარიგებები რუსული ნარატივების რეტრანსლატორებისგან- უკრაინის რადას თავმჯდომარე

თებერვალი 26, 2026
35
მთავარი

"გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში...

დაწვრილებითDetails

ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო კაპ­რა­ლი ლავ­რენ­ტი მა­კა­რა­ძეა

თებერვალი 26, 2026
810
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქო­ბუ­ლე­თი - ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. უმ­ძი­მეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ერ­თმა­ნეთს ავ­ტო­ბუ­სი და სატ­ვირ­თო შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ავა­რი­ის დროს ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. "დღეს,...

დაწვრილებითDetails

ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

თებერვალი 26, 2026
29
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები-მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩის დაბარების საკითხზე

თებერვალი 26, 2026
33
მთავარი

მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა სამინისტროში მიმდინარე შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის ელჩთან – “ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას… 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სანქცირების გადაწყვეტილებას”....

დაწვრილებითDetails

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ

თებერვალი 26, 2026
2.5k
მთავარი

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი...

დაწვრილებითDetails

“თუ მოჰკრავთ თვალს, აუცილებლად შეგვეხმიანეთ…“ – ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

თებერვალი 26, 2026
61
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ჯემალი ხვედელიძე სახლიდან 21 თებერვალს გავიდა. „ვეძებთ ჯემალი ხვედელიძეს. გთხოვთ, გულდასმით წაიკითხეთ და გააზიარეთ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 26, 2026
25
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დაწვრილებითDetails

წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი – განახლებული პროგნოზი

თებერვალი 26, 2026
65
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 თებერვლიდან პირველ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».