ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს, ამ პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ და სამინისტრომ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი სოცმუშკებისთვის ხელფასის ოდენობის გაზრდის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ინიციატივას.
„სოცმუშაკებისთვის დამატებული ხელფასი არ არის ის ოდენობა, რასაც ეს ადამიანები იღებდნენ. ასევე, სამწუხაროა, რომ დანაპირები აღემატება მინიმალურ ხელფასს, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში და სახელმწიფოს მხრიდან ამით თავის გამართლება, არ ვფიქრობ, რომ ადეკვატური ნაბიჯია. ადამიანი უნდა ეყოს ხელფასს, მაგ პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ და სამინისტრომ იმ დროს, როდესაც პროდუქტები გაძვირებულია, ქვეყანას ინფლაცია ახჩობს და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებს ლემენტარული შემოსავალი აქვთ დაკარგული“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, საარსებო მინიმუმისთვის გათვალისწინებული165 ლარი არ არის ის თანხა, რომელიც არსებობისთვის საკმარისია.










