“ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი” – ზელენსკი კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსი ოკუპანტების მიერ მიტანილ სარაკეტო იერიშზე, რომლის შედეგადაც, ბოლო ცნობებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ...










