“მადლობას ვუხდი იმ გულშემატკივარს, ვინც ჩვენი თამაშის სანახავად და ჩვენი გვერდში დგომისთვის თავისი ხელფასი დახარჯა და აქ ჩამოვიდა. იგრძნობოდა ეს ყველაფერი და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობდით ამ ყველაფერს, ამიტომ მადლობა და იმედია, ჩვენც გავაკეთეთ ყველაფერი, რომ თქვენ ეს დაგენახათ. ყველაფერს ვხედავდით სოციალურ ქსელში, რაც ხდებოდა სტადიონს გარეთ და მადლობა ყველას. მადლობა ამ ადამიანს, რომელიც ჩემი აზრითაც, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, შეიძლება, ვერც გავსულიყავით ამ ეტაპზე.
აბსოლუტურად ყველამ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ასეთ დონეზე თამაში, შეგვიძლია ასეთ ტურნირებზე ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიყოთ. დასანანია ეს მარცხი, მაგრამ გულის სიღრმეში ამაყები ვართ, რომ ამხელა შედეგს მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის ოცნების ასრულება იყო. გვინდოდა ეს ოცნება გაგრძელებულიყო, მაგრამ გამოცდილება მივიღეთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – ზურიკო დავითაშვილი