მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5 ტომი არ მაქვს და მათზე დღეს ვერ ვისაუბრებ!
მაგრამ, ყველაფერი არაფერია ჩემთვის მანამ, სანამ ნია იმნაძე და გიორგი მალანია გარეთ არის!
12 მარტის პროცესზე მოკლედ ვიტყვი. პროკურატურის გავრცელებული საშინელი კადრები ყველას გახსოვთ ალბათ და იმ დღეს წაყენებული ბრალების წინა სასამართლო პროცესი იყო 12-ში.
პროცესზე ბევრი იფართხალეს მკვლელების ადვოკატებმა.
(გაბაშვილის-ვარლამ მაჭარაშვილი;
რიკაძის-დავით სანაძე;
ჩიქოვანის-მერაბ ჩიქოვანი, (გიორგი გამხიტაშვილი ფეისბუქით ჭიმავს კუნთებს და ძველბიჭურად გვირჩევს საქმეს ,,ბრბო”-ს, თორემ სასამართლო პროცესზე ან არ არის, ანნნნ, მართლა არ არის (უბრალოდ დევს).)
რა თქმა უნდა, დანაშაულის ნამდვილობას ვერ გაექცევიან, ამიტომ ადვოკატებმა სხვა ხერხს მიმართეს….
უსახური შუამდგომლობები წამოაყენეს, რაც რა თქმა უნდა, არ დაუკმაყოფილდათ (არც ერთი!).
ყვეეეელაფერი გახადეს სადავო!! (ეს ემსახურება მხოლოდ დროის გაწელვას, რადგან სხვა თუ არაფერი, მგონი 350-ზე მეტი, მარტო მოწმე არის დაკითხული.)
გააპროტესტა ოქტომბერში რიკაძის ტელეფონის ამოღების პროცესის კანონიერება.
მეც წაგეშველებით, ბატონო დავით!
(ხალხმა იცის ეს კითხვები, თქვენთვის ვწერ!)
იკითხეთ ერთი, გიგას ტანსაცმელი 37 დღის განმავლობაში რატომ არ გადააგზავნეს ექსპერტიზაზე-თქო?
ან ქვა, რომელიც ეკა კუპატაძემ იპოვა 33 დღის შემდეგ, რატომ შეინახეს 4 დღე-თქო?
ან/და რატომ არ უზრუნველყო პოლიციის უფროსმა დანაშაულის იარაღის (ქვის) დაცვა-თქო?
ან იქნებ, მაგ, რიკაძის ტელეფონიდან რამე ხომ არ წაშალეს-თქო??? (ნუ, რომ ვერ ჩაამატებდნენ ტელეფონში ვერაფერს, მაგას იმედი მაქვს აცნობიერებთ.)
ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რატომ არ გაჩხრიკეთ, ეგ სად გაგონილა-თქო???
პოლიციის უფროსმა გიგას ოპერაციამდე სურათი რომ გადაუღო, რატომ არ ჩადო საქმეში, ვიდრე ეკამ არ იყვირა-თქო?
კიდევ რამდენი კითხვაა იცით???
მე ვიცი კარგად, მე ჩამოგიწერთ!…
თქვენ, რამდენიმე დღის წინ აიღეთ ეგ საქმეები ხელში, მკვლელის დასაცავად, ფულის სანაცვლოდ!
მე 2 თვეა მაქვს, შვილის ღირსების დასაცავად, მისი სიკვდილ/სიცოცხლის სანაცვლოდ!
(აქ, ღირსებაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც ჩვენია და რა, როგორ, რის სანაცვლოდ, მთლად მაგდენს შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რადგან თქვენში ყველაფერი ფულით ფასობს!!!)
ისე, რიკაძე-გაბაშვილ-ჩიქოვან-ნასყიდაშვილებსაც ჰკითხეთ ერთი, რატომ მანამდე არ ყვიროდით იაგო ტალახაძის და ლუკა გამყრელიძის დარღვევებზე, ეკა რომ გაჰკიოდა ქუჩაში-თქო????
თუ გინდათ, მაგათ ნაცვლად მე გაგცემთ პასუხს:—მაშინ ეგ პოლიციის უფროსი და რაიონის მთავარი პროკურორი, გაბაშვილების და იმნაძეების სცენარით მოქმედებდნენ და ეგ ყველაფერი, შეთანხმებულად ხდებოდა.
ბატონო დავით, საქმის მასალები არ გინახავთ ალბათ კარგად, თორემ მაგ აბსურდს არ იკითხავდით პროცესზე, რადგან მასალებში არის ერთი ბომბი!!!
გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი.
ალბათ, ეგონათ შვილს გავყიდდი!
მე გამოვიძახე პატრული.
როგორც ამ კაცს ჩვენებაში უწერია, მას დაურეკა ალექსანდრე გაბაშვილმა, ,,პოლიციიდან შემატყობინეს, პატრულია გამოძახებული და ახლავე წამოდი მაქედან!-ო.
ახლა, როცა უკან აღარ იხევს პროკურატურა და გააფთრებული იბრძვის, სხვა გზა აღარ დაგრჩათ, ისევ გამყალბებლებს დაერიეთ!!!
ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!
ისე, ყველა ადვოკატს, ერთად, მე მოგცემთ ჯიგრულ რჩევას!
აუხსენით მაგ აღვირახსნილ მშობლებს, რომ ციხე სანატორიუმია მათი პირსისხლიანი შვილებისთვის და ურჩიეთ, სწორად ბრძოლის უფლება მოგცენ!!!
სახალხოდ ვაფრთხილებ მკვლელების მშობლებს!!!
არც გაბედოთ, თაღლითურად, სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაწელვა!!!
მე ყველაფერს ვაკონტროლებ!
გააცნობიერეთ, თქვენ მოკალით უდანაშაულო, პატიოსანი, ჯანმრთელი, გენიოსი ახალგაზრდა და მე ვარ მისი დედა!!!
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...
მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....
აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...
8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...