შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი – 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ამასთან, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება. „ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი...
ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს...
2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...
ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება...
საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში...
ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, - ამის შესახებ...
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს...
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...