“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარია. ქაცარავა ვიდეოკადრებს ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე სახანძრო სამსახური არ შეინიშნება.
“ამ წუთებში საკმაოდ დიდი ცეცხლის კერას ვხედავთ ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ნაწილში.
სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ ოკუპანტებს ჩვენი ბუნების წვის ამბავი – ერთი სახანძრო მანქანაც კი არ შეინიშნება ახლომახლო” – წერს დავით ქაცარავა