ხულოში 30 წლის მამაკაცი დაიკარგა.
როგორც “ინფო რუსთავს” დაკარგული იმედა ირემაძის ძმამ განუცხადა, ახალგაზრდა ბოლოს 26 იანვარს, 18:00 საათზე თანასოფლელებმა დაინახეს.
დაკარგულის ძმა გვიყვება, რომ იმედა ირემაძე ბოლოს მშობლიური სოფლიდან 25 კილომეტრში, სოფელ ძამლეთში, საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით მიმავალი შენიშნეს.
“ჩვენმა სოფლელებმა ნახეს, თუმცა არ წამოყვა მათ სახლში. მას შემდეგ ვეძებ, თუმცა უშედეგოდ”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დაკარგულის ძმამ.
იმედა ირემაძეს სახლიდან გასვლის დროს ლურჯი ფერის სპორტული ზედაწელი ეცვა.
ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 568877996