ხულოს რაიონ სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ხის სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოში მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად, სრულად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.