ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა, მოჭრეს

767
ნახვა
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასწლოვანი ტიტა გახმა. ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა, მოჭრეს (ექსკლუზივი)

პირველი ხე, ასწლოვანი ტიტა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ციხისძირიდან გადაიტანეს გახმა-ამის შესახებ “გურიის მოამბეს” შეკვეთილიდან, ადგილობრივებმა აცნობეს.

ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, დენდროლოგიურ პარკში დასაქმებული ერთ-ერთი პირი. გამხმარი ხე, უკვე მოჭრეს-გვეუბნება ის.

“ხე ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გალიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი, პარკს ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს”-გვეუბნება ერთ-ერთი მუშა.

ის, რომ ასწლოვანი ხე ტიტა ვერ გადარჩა და მის მოჭრაზე იყო საუბარი, “გურიის მოამბეს” რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთიდანაც შეატყობინეს.

გუშინ საღამოს კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხე მოჭრეს.

ტიტა, პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში რამდენიმე დღე იმოგზაურა.

ასწლოვანი ტიტა  ციხისძირიდან გადმოიტანეს. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში  5 დღის განმავლობაში  იყო გაჩერებული. შეკვეთილის სანაპიროდან დენდროლოგიურ პარკამდე ბეტონის ფილების დასაგებად სამუშაოები ორი დღე მიმდინარეობდა. ტიტას ხე 650 ტონიანას იწონოდა.
საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა, როგორ გადაჰქონდათ ნავით ზღვაში უზარმაზარი ხე – ამის შესახებ BBC წერდა.

ის, რომ გურია -აჭარიდან პარკში გადატანილი ასლოვანი ხეების გადარჩენა სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ექსპერტებიც საუბრობდნენ.

ტიტას გარდა, ივანიშვილის კიდევ ერთი დენდროლოგიური მარცხი ასწლოვანი წიფელი იყო. რომელიც სოფელ ნატანებიდან გადატანის დროს შუაზე გადატყდა და შეშად იქცა.

“გურიის მოამბე”

დაკავშირებული -პოსტები

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა. მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა. მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება...

დაწვრილებითDetails

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დავით ფეიქრიშვილის მიმართ...

დაწვრილებითDetails

“ვაკვირდები, როგორ მიგყავთ პროცესი და გული მიკვდება” – ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს - ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა...

დაწვრილებითDetails

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილების ინფორმაციით, სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. მძღოლმა მცირე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...

დაწვრილებითDetails

მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები