ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიეგუბოვის ინფორმაციით, 11 აპრილს, ხარკოვის რეგიონში, რუსული დაბომბვების შედეგად, 8 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
,,უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რეგიონისა და ხარკოვის თავდაცვითი პოზიციები მტკიცედ უჭირავს, ამიტომ, მტერი, თავისი უძლურების გამო, ,,ბრძოლას” მშვიდობიან მოსახლეობასთან აგრძელებს.
სამწუხაროდ, 8 ადამიანი, მათ შორის, 13 წლის ბავშვი, ქალაქსა და რეგიონში დღისით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 19 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, 4 და 9 წლის კი – დაშავდა”, – განაცხადა სინიეგუბოვმა.