წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის 20 და 21 სექტემბერს ტარდება უფასო სამედიცინო აქცია გაიმართეა – ინფრმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელეს.
მათი ცნობით მსურველებს შემდეგი შემდეგი დარგის პროფესიონალი სპეციალისტები მოემსახურებიან: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი,ექოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი,უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოქირურგი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი, გინეკოლოგი, ნეიროქირურგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი.
“აქციაში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა,სამედიცინო ცენტრი ,,ვივამედი” ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ,,გიდმედი” ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის” ექიმები და აკადემიური პერსონალი.
მისამართი: ქ. წყალტუბო. 26 მაისის ქუჩა N17 (ძველი პოლიკლინიკის შენობაში)
მიღება დილის 10:00 საათდან 18:00 საათამდე
აქციის ორგანიზატორები არიან : ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი” ,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.მხარდამჭერები: საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი ცოტნე ზურაბიანი; იმერეთში საქხელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599415090″ – ნათვქმია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.