წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა შენდება, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
,,მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრმა იმუშაოს იზოლირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში, მედიკოსებს პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო და აპარატურა’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სამი ბრიგადა იმუშავებს. სამუშაოების ღირებულება 262 452 ლარია.
ორგანიზაცია ემსახურება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 56 883 ადამიანს შეადგენს