წყალტუბოში მე-9 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოხტა – ინფორმაციას შსს-მა ადასტურებს. შემთხვევა სანატორიუმ “სამგურალის” ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც შსს აცხადებენ დანიშნულია ექსპერტიზა, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში ბიჭის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად თამაშს “ლურჯი ვეშაპი” ასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით წყალტუბოში გარდაცვლილი ბიჭი ქუთაისელია.