ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.
თვალების სტადია არის კალმახის ემბრიონალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც თვალის პიგმანტაციასა და გულის პულსაციის დაწყებას გულისხმობს.
ნაკადულის კალმახს მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება. სწორედ ამიტომ, ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის სხვადასხვა პოპულაციების გამრავლებაზე და შემდეგ მდინარეთა დათევზიანებაზე.