ქართველი მოდელი, ნინი გოგიჩაიშვილი, “მის მსოფლიო 2019”-ში 120 კონკურსანტიდან ფინალურ ტოპ 10-ეულში მოხვდა. საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე ასეთი წარმატებისთვის დიდი ხანია არ მიუღწევია.
კონკურსის ფინალური შოუ 14 დეკემბერს გაიმართა. “მის მსოფლიო 2019-ის” ტიტული 23 წლის იამაიკელმა ტონი ენ სინგმა მოიპოვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მის მსოფლიოს ტიტული იამაიკამ მიიღო.
პირველი ვიცე-მის მსოფლიო ფრანგი ოფელია მეზინო გახდა, მეორე ვიცე-მის მსოფლიო კი ინდოელი სუმან რაოა.
კონკურს მის მსოფლიოს ფინალური შოუ ლონდონში ჩატარდა.
“ის რითაც მსოფლიოს შევცვლი მათი შრომის ნაყოფი იქნება” – ვინ გახდა მის მსოფლიო (+ფოტო/ვიდეო)