მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ტყის მასივში დაკვამლიანებაა. ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა გია ჯიჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ტყის ქვედა საფარი იწვის.
„ძლიერი კვამლია. ადგილზე გასულია ჯგუფი, როგორც ადგილობრივები, ასევე მეხანძრე-მაშველები“, – ამბობს რწმუნებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.