კვების პოლიტიკის კვლევის საერთშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, სახელწოდებით – შეიარაღებული კონფლიქტი და შიმშილი. კვლევა ასახავს მსოფლიოში შიმშილის კუთხით არსებულ მდგომარეობას – კერძოდ, თუ როგორ შეიცვალა ვითარება 2000 წლიდან დღემდე. კვლევის თანახმად, საქართველოში შიმშილის ინდექსი კლებულობს, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. საქართველო რეგიონში შიმშილის ინდექსით ლიდერობს.
„შიმშილობის მსოფლიო ინდექს“-ში საქართველოს 39-ე ადგილი უკავია