LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა

“ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში” – თინა ბოკუჩავა

დაპოსტა 2025/10/07-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ თვალსაზრისით პატრონსაც კი გაასწრო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ რამით სულდგმულობს ივანიშვილი, საზოგადოებაში ნიჰილიზმი და უიმედობის დათესვაა, რომელსაც ხელს უწყობს ოპოზიციურ დემოკრატიულ ძალებს შორის ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება.

„უნდა გავძლიერდეთ, ვკონსოლიდირდეთ და ყველაფერი გაკვეთილად უნდა მივიღოთ, საკუთარი თუ სხვისი შეცდომები, იმისათვის, რომ წინ წავიდეთ, მეტი ერთიანობით, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ორგანიზებულობით, მეტი კოორდინაციით. ივანიშვილის მთავარი იმედი იყო და არის საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვა და ამისთვის ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების გაღვივება საუკეთესო გზაა. ამიტომ ჩვენ, დიდი სიფრთხილით და სიბრძნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ არცერთმა ჩვენა სიტყვამ, ივანიშვილის წისქვილზე წყალი არ დაასხას.

იმედი მაქვს, რომ დაკავებულები მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რადგან, როდესაც რუსეთს და „ეფ-ეს-ბეს“ ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. აუცილებელია სიმართლე პოლიტიკაში, გამარჯვებისთვის. იმედი მაქვს, ბევრს მოვისმენთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით.

ასევე, ვინმეს თუ ჩემი კონკრეტული ლოკაციები აინტერესებს, შეგიძლიათ მიმართოთ მამუკა მდინარაძეს, რომელიც საკუთარ თავს სუს-ის უფროსს ეძახის და სინამდვილეში ჟურნალისტებთან თათბირებს ატარებს, [ამ ტელევიზიის ჟურნალისტს მინდა ვუთხრა], ის მოგცემთ ლოკაციებს, სად და როგორ ვიყავი 4 ოქტომბერს. ვიყავი აქციაზე 3 წლის ტყუპებთან ერთად, შემდეგ სახლში წავიყვანე და მოვბრუნდი იქ, სადაც ქართველი ხალხი იდგა. „ტრუსკავეცა“ მდინარაძისგან განსხვავებით მე, სანამ ამ ბრძოლაში ვარ და საჭირო იქნება, ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც სიმართლე და ქართველი ხალხია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია პროპაგანდისტების სანქცირება მოხდეს, რომ რეჟიმის დემონტაჟი დაიწყოს.

„ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც რუსული რეჟიმის პროპაგანდისტია, ყველაზე მავნებლური ჭანჭიკია ამ რეპრესიული, მავნებლური მანქანის, რომელიც, იმედი მაქვს, რომ დასანქცირდება, რაზეც ვმუშაობთ. ასევე, ირაკლი რუხაძისა და სხვა პროპაგანდისტების სანქცირებაზე, რომ ეს ბოროტება ამ ქვეყანას ჩამოვაშოროთ, ეს კი მნიშვნელოვანი იქნება ამ რეჟიმის დემონტაჟისთვის. მაინტერესებს, გრძნობენ თუ არა „ტრუსკავეცა“ მდინარაძე, კობახიძე და სხვები დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ახლა რუსულ პრაქტიკას იყენებს.

„ველოსიპედის თავიდან გამოგონება არ ხდება, ეს არის პუტინის მიერ აპრობირებული მეთოდი, როდესაც წლების წინ ჰილარი კლინტონს და სხვებს სდებდნენ ბრალს რუსეთში აქციების მოწყობაში. ეს პრაქტიკაა, რომელსაც ივანიშვილი იყენებს, ეს სცენარი „ეფ-ეს-ბე“-ში დაიწერა, რომ ვითომ ტაილანდის გავლით ფული ამერიკელებს შემოჰქონდათ, რომ ბიძინას დამხობა დაეფინანსებინათ, აბსურდი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

დაწვრილებითDetails

წყლის 36 საათით გათიშვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა - ინფორმაცას "ტვ არგო" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა - 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ...

დაწვრილებითDetails

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"