ცოტნე გამსახურდიას მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ – ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
რაც შეეხება, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 4 პირი.